ზუგდიდის ფეხბურთელი მატჩის წინ გარდაიცვალა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ზუგდიდის ფეხბურთელი მატჩის წინ გარდაიცვალა


ზუგდიდის ფეხბურთელი მატჩის წინ გარდაიცვალა

დღეს, ეროვნულია ლიგა 1-ის შეხვედრის წინ "მცხეთა პარკზე" ტრაგედია დატრიალდა.

საფეხბურთო კლუბ "ზუგდიდის" მეკარე, "ვიტ ჯორჯიასთან" მატჩის წინ შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა.

გუნდმა ამ ფაქტზე განცხადება გაავრცელა:

"ეროვნული ლიგა ორის XXIX ტურის შეხვედრა ვიტ ჯორჯიასა და ზუგდიდს შორის მცხეთა პარკზე 16:00 საათზე უნდა დაწყებულიყო. თუმცა უბედური შემთხვევის გამო აღნიშნული შეხვედრა არ დაწყებულა. თამაშის დაწყებამდე მოთელვაზე ზუგდიდელთა მეკარე, შოთა მამინაშვილი შეუძლოდ გახდა. გუნდის ექიმისა და სასწრაფო სამედიცინო ბრიგადის გადაწყვეტილებით ფეხბურთელი დაუყოვნებლივ კლინიკაში იქნა გადაყვანილი.

შეხვედრის დაწყება–არდაწყების საკითხი მატჩის ოფიციალურ პირებთან ერთად საქართველოს ფეხბურთის ფედერციის პრეზიდენტს, ლევან კობიაშვილსა და გენერალურ მდივანს, დავით მუჯირს ადგილზე – მცხეთა პარკზე უნდა გადაეწყვიტათ, როდესაც ფეხბურთელის გარდაცვალების შესახებ ცნობა ექიმებმა ოფიციალურად დაადასტურეს.

საფეხბურთო კლუბი ვიტ ჯორჯია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს აღნიშნულ ტრაგიკულ ფაქტთან დაკავშირებით. კლუბის თითოეული წარმომადგენელი თანავუგრძნობთ განსვენებულის ოჯახს, მეგობრებს, თანაგუნდელებსა და ახლობელ ადამიანებს.", - ნათქვამია "ვიტ ჯორჯიას" განცხადებაში.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები