მერებაშვილი იგებს, ძალამიძე - აგებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

მერებაშვილი იგებს, ძალამიძე - აგებს


მერებაშვილი იგებს, ძალამიძე - აგებს

პოლონეთის ექსტრაკლასაში წარმატებულ სერიას აგრძელებს გიორგი მერებაშვილის პლოცკი, რომელმაც ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო. პლოცკელთა მსხვერპლი ამჯერად ტერმალიცა აღმოჩნდა.

გიორგი მერებაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და მოედანზე ბოლომდე დაიხარჯა. მისმა გუნდმა კი მხოლოდ ერთი გოლის გატანა მოახერხა, მაგრამ მოსაგებად საკმარისი გამოდგა.

პლოცკი 17 ქული მე-7 ადგილზეა.

საპირისპიროდ ცუდი დროება უდგას ნიკა ძალამიძესა და ბუქარესტის იუვენტუსს. რუმინულმა იუვემ 0:2 წააგო ლიდერ კლუჟთან და კვლავაც ბოლო ადგილზე რჩება.

ძალამიძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და 63-ე წუთზე შეცვალეს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები