პიკე: "პრობლემა არ არის, ესპანეთის ნაკრებს დავტოვებ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

პიკე: "პრობლემა არ არის, ესპანეთის ნაკრებს დავტოვებ"


პიკე:

დღეს, ხერარდ პიკე კატალონიის რეფერენდუმზე იმყოფებოდა და პუბლიკა ფიქრობს, რომ მან დამოუკიდებლობას დაუჭირა მხარი.

ამ ფაქტს ესპანეთში დიდი კრიტიკა მოჰყვა. ისინი ფიქრობენ, რომ ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელი კატალონიის დამოუკიდებლობას არ უნდა უჭერდეს მხარს.

პიკემ ამ ფაქტზე "ლას პალმასთან" მატჩის შემდეგ ისაუბრა.

"ფეხბურთის ფედერაციაში თუ ვინმე ფიქრობს, რომ მე ესპანეთის ნაკრებისთვის ზედმეტი ტვირთი ვარ, არ არის პრობლემა, შემიძლია წავიდე.

ვიტყვი, რომ კატალონიელი ხალხით ვამაყობ", - განაცხადა პიკემ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები