პეპ გვარდიოლა: " ბარსელონას ადგილას სხვანაირად მოვიქცეოდი" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

პეპ გვარდიოლა: " ბარსელონას ადგილას სხვანაირად მოვიქცეოდი"


პეპ გვარდიოლა:

კატალონიაში რეფერენდუმს არეულობა მოჰყვა. მათ ესპანეთიდან გამოყოფა სურთ, თუმცა მადრიდიდან ჩასულმა სამართალდამცავებმა რეფერენდუმის ჩატარებას ხელი შეუშალეს.

ამის გამო, კატალონიის "ბარსელონასა" და "ლას პალმასის" მატჩი მაყურებლის გარეშე ჩატარდა.

"ჩემი აზრით, ბარსელონას ლას პალმასთან არ უნდა ეთამაშა. მე ამ მომენტში სხვანაირად მოვიქცეოდი.

ბარსელონას ან გულშემატკივრები უნდა შემოეშვა და ისე ეთამაშა, ან საერთოდ არ გამოსულიყო მოედანზე", - აცხადებს გვარდიოლა.

შეგახსენებთ, რომ ცარიელი ტრიბუნის ფონზე კატალონიელებმა 3:0 მოიგეს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები