ვალვერდე: "მთელი მატჩის განმავლობაში, უცნაური სიტუაცია იყო შექმნილი" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ვალვერდე: "მთელი მატჩის განმავლობაში, უცნაური სიტუაცია იყო შექმნილი"


ვალვერდე:

"ბარსელონასა" და "ლას პალმასის" მატჩის შემდეგ, რომელიც ცარიელი ტრიბუნების ფონზე ჩატარდა და კატალონიელთა გამარჯვებით 3:0 დასრულდა, კომენტარი ერნესტო ვალვერდემ გააკეთა.

"მთელი მატჩის განმავლობაში, უცნაური სიტუაცია იყო შექმნილი და ასე თამაში ჩვენთვის რთული იყო.

მოგეხსენებათ, კლუბი მატჩის გადადებას ითხოვდა, თუმცა რადგან ეს არ მოხერხდა, ცარიელი ტრიბუნების ფონზე მოგვიწია თამაში.

მსურს, ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდეს, პოლიტიკა ჩემი საქმე არ არის", - აცხადებს ვალვერდე.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები