ზიდანი: "ბეილს ტრავმა არ აქვს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ზიდანი: "ბეილს ტრავმა არ აქვს"


ზიდანი:

მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა გარეთ ბეილის მდგომარეობაზე კიდევ ერთი განცხადება გააკეთა.

მოგეხსენებათ, ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს ბეილი ტრავმის გამო უელსის ნაკრებთან ერთად თბილისში ვერ ჩამოვა.

"ბეილს ტრავმა არ აქვს. მას შეეძლო, რომ ესპანიოლთან ეთამაშა, თუმცა არ გავრისკეთ და ვარჩიეთ, რომ დაესვენა.

სეზონის სტარტზე მან ბევრი შეხვედრა ჩაატარა და მისი ასეთი მდგომარეობა არ მიკვირს", - აცხადებს ზიდანი.

უდიდესი ალბათობით, ბეილი უელსის ნაკრებთან ერთად იქნება და საქართველოსთანაც ითამაშებს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები