გენტის გულშემატკივრები ჩაკვეტაძეს ძირითადში ითხოვენ » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

გენტის გულშემატკივრები ჩაკვეტაძეს ძირითადში ითხოვენ


გენტის გულშემატკივრები ჩაკვეტაძეს ძირითადში ითხოვენ

სულ 10 წუთი დაჰყო მოედანზე გიორგი ჩაკვეტაძემ ბრიუგესთან შეხვედრაში და გულშემატკივრებში უკვე დაიმსახურა სიმპათია.

ბელგიური გენტის 18 წლის ფეხბურთელი 82-ე წუთზე შევიდა მოედანზე, როდესაც მისი გუნდი 1:2 მარცხდებოდა და მატჩიც ასე მორჩა.

თითქოს 10 წუთში ძნელი შესამჩნევია ფეხბურთელის მონაცემები, მაგრამ გენტის გულშემატკივრები ღიად წერენ, რომ მომდევნო მატჩი ჩაკვეტაძემ ძირითადში უნდა დაიწყოს.

საერთოდ, მის თამაშს გულშემატკივრები დადებითად აფასებენ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები