ბუსკეტსი ცარიელ ტრიბუნებზე: "უცნაური იყო, არ მომეწონა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ბუსკეტსი ცარიელ ტრიბუნებზე: "უცნაური იყო, არ მომეწონა"


ბუსკეტსი ცარიელ ტრიბუნებზე:

"ბარსელონას" ნახევარმცველმა, სერხიო ბუსკეტსმა ესპანეთის ჩემპიონატის მე-7 ტურში "ლას პალმასთან" (3:0) გამართული შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ მაყურებელთა გარეშე თამაში ძალიან უცნაური იყო.

გარდა ამისა, ესპანელის თქმით, გუნდის ყველა ფეხბურთელი შეხვედრის შედეგით კმაყოფილი დარჩა.

"ასეთ ვითარებაში თამაში ძალიან უცნაური იყო. ამ მოვლენამ მატჩზე გავლენა იქონია", - ციტირებს ბუსკეტსის სიტყვებს El Chiringuito TV.

"ძალიან უცნაურია, არ მომეწონა. თუ შედეგზე ვისაუბრებთ, მაშინ გვიხარია, რომ კვლავ ვიმარჯვეთ".

შეგახსენებთ, აღნიშნული მატჩი სრულად ჩატარდა, თუმცა გულშემატკივრების გარეშე. შეხვედრამდე რამდენიმე საათით ადრე გაჩნდა ინფორმაცია, რომ კატალონიაში შექმნილი არეულობის გამო მატჩი გადაიდებოდა.

მოგეხსენებათ, რეგიონში დამოუკიდებლობის თაობაზე რეფერენდუმი ტარდება. ესპანეთის მთავრობის აზრით, უკანონობას აქვს ადგილი, ამიტომაც ამან პოლიციასთან მოქალაქეთა დაპირისპირება გამოიწვია.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები