აზარი შესაძლოა პრემიერ ლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდეს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

აზარი შესაძლოა პრემიერ ლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდეს


აზარი შესაძლოა პრემიერ ლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდეს

"ჩელსიმ" ნახევარმცველ ედენ აზართან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე შეთანხმებას მიაღწია, იტყობინება Daily Express.

ახალი ხელშეკრულების თანახმად, 26 წლის ფეხბურთელი კვირაში ხელფასის სახით დაახლოებით 340 ათას ევროს მიიღებს.

ასე და ამგვარად, აზარი ინგლისის ჩემპიონატში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება. შეგახსენებთ, მოქმედი კონტრაქტი ბელგიელს 2020 წელს ეწურება და ამჟამად 250 ათასს გამოიმუშავებს.

ედენი ლონდონურ კლუბში 2012 წლიდან თამაშობს. სულ "ჩელსის" მაისურით მას 256 მატჩი აქვს ჩატარებული, 72 გოლი გატანილი და 65 ასისტი გაკეთებული.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები