ვერატი დაახლოებით ათ დღეს იუქმებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ვერატი დაახლოებით ათ დღეს იუქმებს


ვერატი დაახლოებით ათ დღეს იუქმებს

"პსჟ"-მ ოფიციალური საიტის მეშვეობით დაადასტურა, რომ ნახევარმცველი, მარკო ვერატი ტრავმირებულია.

იტალიელს დაჭიმულობა აღენიშნება, რის გამოც დაახლოებით ათი დღის გამოტოვება მოუწევს.

ვერატი საფრანგეთის ჩემპიონატის ეგიდით "ბორდოსთან" (6:2) გამართულ მატჩში დაშავდა და 79-ე წუთზე შეცვალეს.

ასე და ამგვარად, მარკო იტალიის ნაკრებს 2018 წლის მუნდიალის შესარჩევ ეტაპზე მაკედონიასთან და ალბანეთთან გასამართ დაპირისპირებებში ვერ დაეხმარება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები