ბაიერნის ამჟამინდელმა მწვრთნელმა მოულოდნელი განცხადება გააკეთა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ბაიერნის ამჟამინდელმა მწვრთნელმა მოულოდნელი განცხადება გააკეთა


ბაიერნის ამჟამინდელმა მწვრთნელმა მოულოდნელი განცხადება გააკეთა

"ბაიერნის" მთავარი მწვრთნელის ვალდებულებების შემსრულებელი, ვილი სანიოლი "ჰერტასთან" (2:2) გამართული მატჩის შემდეგ გუნდის თამაშით უკმაყოფილო დარჩა.

მოგეხსენებათ, ფრანგს მწვრთნელის თანამდებობაზე დებიუტი მას შემდეგ ჰქონდა, რაც მიუნხენელთა ყოფილი თავკაცი, კარლო ანჩელოტი გუნდიდან გაუშვეს.

"ხარისხიანი და გამოცდილი შემადგენლობა გვყავს", - ციტირებს სანიოლის სიტყვებს ESPN.

"მატჩში ყველაზე ძლიერმა ფეხბურთელებმა ითამაშეს. ახლა კონცენტრაციისა და დისციპლინის საკითხს ვწყვეტთ".

"გერმანიის ყველაზე ძლიერი გუნდი აღარ ვართ. როცა გუნდი ანგარიშით 2:0 იგებს, კონცენტრაციის შენარჩუნებაა საჭირო. ათი წუთის განმავლობაში კი ეს კონცენტრაცია დავკარგეთ", - დასძინა ფრანგმა სპეციალისტმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები