მილანში მონტელას მომავალი ინტერთან მატჩის შედეგზე იქნება დამოკიდებული » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

მილანში მონტელას მომავალი ინტერთან მატჩის შედეგზე იქნება დამოკიდებული


მილანში მონტელას მომავალი ინტერთან მატჩის შედეგზე იქნება დამოკიდებული

"მილანის" მთავარმა მწვრთნელმა, ვინჩენცო მონტელამ კლუბი შეიძლება უახლოეს პერიოდში დატოვოს.

როგორც Football Italia იუწყება, "ინტერის" წინააღმდეგ გასამართი მატჩი სპეციალისტისთვის გადამწყვეტი იქნება.

ცნობისთვის, ზემოთაღნიშნული შეხვედრა 15 ოქტომბერსაა დაგეგმილი.

იტალიის ჩემპიონატის ეგიდით გამართულ ბოლო დაპირისპირებაში "მილანი" შინ "რომასთან" (0:2) დამარცხდა.

შვიდი ტურის შემდეგ "როსონერი" სატურნირო ცხრილში 12 ქულით მე-7 ადგილს იკავებს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები