პსჟ მზადაა სანჩესს კოლოსალური თანხა გადაუხადოს, თუ იგი წინასწარ კონტრაქტს გააფორმებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

პსჟ მზადაა სანჩესს კოლოსალური თანხა გადაუხადოს, თუ იგი წინასწარ კონტრაქტს გააფორმებს


პსჟ მზადაა სანჩესს კოლოსალური თანხა გადაუხადოს, თუ იგი წინასწარ კონტრაქტს გააფორმებს

2018 წლის ზაფხულში "პსჟ"-ს "არსენალის" თავდამსხმელის, ალექსის სანჩესის ხელში ჩაგდება თავისუფალი აგენტის სტატუსით უნდა.

ავტორიტეტული გამოცემა Goal.com-ის ცნობით, პარიზელებს ზამთარში ფეხბურთელთან წინასწარი კონტრაქტის გაფორმება სურთ, რათა ეს უკანასკნელი სხვა კლუბში არ გადავიდეს.

ამისათვის ფრანგები მზად არიან 28 წლის ფეხბურთელს დაახლოებით 11 მილიონი ევრო გადაუხადონ.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ჩილელს ზაფხულში "არსენალთან" კონტრაქტის ვადა ეწურება. ჯერჯერობით, ახალი ხელშეკრულება არ გაფორმებულა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები