იუვენტუსში ემრე ჩანისადმი ინტერესი დაადასტურეს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

იუვენტუსში ემრე ჩანისადმი ინტერესი დაადასტურეს


იუვენტუსში ემრე ჩანისადმი ინტერესი დაადასტურეს

"იუვენტუსის" გენერალურმა დირექტორმა, ჯუზეპე მაროტამ დაადასტურა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ტურინული კლუბი "ლივერპულის" ნახევარმცველ ემრე ჩანით ინტერესდება.

"ბებერი ქალბატონის" ფუნქციონერის თქმით, აღნიშნული ტრანსფერის ზამთარში განხორციელებაში ეჭვი ეპარება.

"ჩანის თაობაზე ამ ზაფხულს წინადადება გავაკეთეთ, თუმცა "ლივერპულმა" მის გაყიდვაზე უარი თქვა", - ციტირებს მაროტას სიტყვებს Liverpool Echo.

"არამგონია, თავიანთი გადაწყვეტილება სეზონის მიმდინარეობისას შეიცვალონ და ემრე იანვარში გაყიდონ", - დასძინა ჯუზეპემ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები