ესპანეთის ნაკრებში ინიესტას, კარვახალისა და მორატას შემცვლელთა ვინაობა ცნობილია » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ესპანეთის ნაკრებში ინიესტას, კარვახალისა და მორატას შემცვლელთა ვინაობა ცნობილია


ესპანეთის ნაკრებში ინიესტას, კარვახალისა და მორატას შემცვლელთა ვინაობა ცნობილია

"ლას პალმასის" ნახევარმცველი, ხონატან ვიერა, "რეალ სოსიედადის" მცველი, ალვარო ოდრიოსოლა და "ბილბაოს" თავდამსხმელი, არიც ადურისი ესპანეთის ნაკრებში გამოიძახეს, იუწყება ეროვნული გუნდის პრესსამსახური.

ესპანელები, მოგეხსენებათ, ალბანეთისა და ისრაელის ეროვნულ ნაკრებებს დაუპირისპირდებიან.

აღნიშნულ შეხვედრებს გამოტოვებს სამი ფეხბურთელი: "რეალის" მცველი, დანი კარვახალი, "ბარსელონას" ნახევარმცველი, ანდრეს ინიესტა და "ჩელსის" ფორვარდი, ალვარო მორატა.

აღინიშნება, რომ კარვახალს გულთან დაკავშირებული პრობლემები აქვს და, დიდი ალბათობით, თვენახევარს გამოტოვებს. ინიესტა მარცხენა ფეხის ბარძაყის კუნთის დაზიანების გამო 10 დღეს იუქმებს, მორატას კი ასევე კუნთები აწუხებს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები