ინგლისის ნაკრების ექს-ფორვარდმა კარიერა დაასრულა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ინგლისის ნაკრების ექს-ფორვარდმა კარიერა დაასრულა


ინგლისის ნაკრების ექს-ფორვარდმა კარიერა დაასრულა

ინგლისის ეროვნული ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა, რიკი ლამბერტმა პროფესიონალური კარიერის დასრულება გადაწყვიტა.

35 წლის ექს-ფორვარდმა ყველა იმ კლუბს გადაუხადა მადლობა, რომელთა ღირსებაც 1998 წლიდან 2017 წლამდე დაუცვია.

"იმდენ ხანს თამაში მაბედნიერებდა, რამდენიც შევძელი. როგორც აღმასვლა, ისევე დაღმასვლაც იყო", - ციტირებს ლამბერტის სიტყვებს talkSPORT.

"ისეთ კლუბებში ვთამაშობდი, როგორებიც "საუთჰემპტონი" და "ლივერპული" არიან, ინგლისის ნაკრების ღირსებას ვიცავდი. ყველა იმ კლუბის გულშემატკივრებს ვუხდი მადლობას, სადაც მითამაშია. განსაკუთრებით, "საუთჰემპტონის" ფანებს, სადაც ჩემი საუკეთესო წლები გავატარე".

"ლივერპულის" სკოლის აღზრდილ ლამბერტს 19-წლიანი კარიერის მანძილზე "ბლექპულის", "მაკლსფილდ თაუნის", "სტოკპორტ ქაუნთის", "როჩდეილის", "ბრისტოლ როვერსის", "საუთჰემპტონის", "ლივერპულისა" და "ვესტ ბრომვიჩის" ღირსება დაუცვია. მისი ბოლო კლუბი "კარდიფ სიტი" გახლდათ, სადაც 2016/17 წლების სეზონი გაატარა.

საკლუბო დონეზე რიკიმ 701 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 241 გოლი გაიტანა. ინგლისის ნაკრებში ლამბერტი 2013 წლიდან 2014 წლამდე ასპარეზობდა (11 მატჩი, 3 გოლი).

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები