ბარსელონა გაფიცვას მხარს უჭერს და კლუბს ერთი დღით ხურავს! » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ბარსელონა გაფიცვას მხარს უჭერს და კლუბს ერთი დღით ხურავს!


ბარსელონა გაფიცვას მხარს უჭერს და კლუბს ერთი დღით ხურავს!

"ბარსელონა" კატალონიის ორგანიზაციის გაფიცვას უერთდება და ხვალ არანაირ ვარჯიშს არ ჩაატარებს, იუწყება კლუბის პრესსამსახური.

"ბარსელონა" საერთო გაფიცვას უერთდება, ხვალ კლუბი დაიხურება. არცერთი გუნდი, მათ შორის ახალგაზრდულიც, არ ივარჯიშებს", - წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, 1 ოქტომბერს ესპანეთის შემადგენლობიდან კატალონიის გამოსვლაზე რეფერენდუმი ჩატარდა. რეგიონის მცხოვრებთა უმრავლესობამ დამოუკიდებლობას დაუჭირა მხარი.

როგორც კატალონიის სპორტის მინისტრი აღნიშნავს, "ბარსელონასა" და სხვა ადგილობრივ კლუბებს სხვა ჩემპიონატებში თამაში შეეძლებათ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები