ზიდანი ბეილს თბილისში თამაშს არ ურჩევს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ზიდანი ბეილს თბილისში თამაშს არ ურჩევს


ზიდანი ბეილს თბილისში თამაშს არ ურჩევს

6 ოქტომბერს საქართველოს ნაკრები შინ დაუხვდება უელსის ეროვნულ გუნდს, რომელმაც უკვე დაიწყო მზადება თბილისური მატჩისთვის.

მთავარი მწვრთნელის, კრის კოულმენის განკარგულებაშია გუნდის ლიდერი გარეთ ბეილიც, მაგრამ მისი თამაში საქართველოს დედაქალაქში ჯერაც ეჭვქვეშ დგას.

უელსელთა შემტევმა გასულ კვირას ჩემპიონთა ლიგაზე მუხლის ტრავმა მიიღო და ჯერ კიდევ ვერ ახერხებს სრული დატვირთვით ვარჯიშს და გუნდის ექიმები თამაშის საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას უახლოეს 24 საათში მიიღებენ.

თუმცა, რეალის თავკაცი ზინედინ ზიდანი „ქართველებისკენ არის“ და ბეილს ურჩევს უახლოეს სანაკრებო მატჩებში მონაწილეობა არ მიიღოს.

_ არ მსურს ბეილიმ უახლოეს 2 სანაკრებო მატჩში მიიღოს მონაწილეობა. ზედმეტი რისკის თავიდან ასაცილებლად უმჯობესია ტრავმა ბოლომდე მოიშუშოს. თუ უელსისთვის ითამაშებს, მისთვის ძალიან რთული იქნება შემდეგში თამაში, _ ამბობს ზიდანი.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები