პიკე მადრიდშია და ესპანეთის ნაკრებს შეუერთდება » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

პიკე მადრიდშია და ესპანეთის ნაკრებს შეუერთდება


პიკე მადრიდშია და ესპანეთის ნაკრებს შეუერთდება

"ბარსელონას" მცველი, ხერარდ პიკე მადრიდში ჩავიდა, რათა ესპანეთის ეროვნულ ნაკრებს შეუერთდეს, იუწყება ავტორიტეტული მადრიდული გამოცემა AS.

ფეხბურთელმა კატალონიის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებულ რეფერენდუმზე ჟურნალისტებთან საუბარი არ ისურვა და თქვა: "გუშინ ყველაფერი ვთქვი, რისი თქმაც მინდოდა".

აქამდე, პიკემ საზოგადოებისა და ესპანეთის ფეხბურთის სამეფო ფედერაციის (RFEF) ზოგიერთი წევრის ზეწოლის გამო ნაკრების დატოვების მზადყოფნაზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, გუშინ კატალონიაში დამოუკიდებლობის თაობაზე რეფერენდუმი გაიმართა. ესპანეთის მთავრობის აზრით, უკანონობას აქვს ადგილი, ამიტომაც ამან პოლიციასთან მოქალაქეთა დაპირისპირება გამოიწვია.

რაც შეეხება ესპანეთის ჩემპიონატის მე-12 ტურში "ბარსელონასა" და "ლას პალმასის" მატჩს, აღნიშნული დაპირისპირება მაყურებელთა გარეშე ჩატარდა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები