მარკინიოსი: "ემერიმ საუკეთესო გადაწყვეტილება მიიღო" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

მარკინიოსი: "ემერიმ საუკეთესო გადაწყვეტილება მიიღო"


მარკინიოსი:

"პარი სენ ჟერმენის" ცენტრალური მცველი, მარკინიოსი, მიიჩნევს, რომ პარიზელთა თავკაცმა, უნაი ემერიმ, გუნდში პენალტისტის თაობაზე საუკეთესო გადაწყვეტილება მიიღო.

"ეს პრობლემის საუკეთესო გადაჭრა იყო. ორი მოთამაშე, რომლებიც პენალტს ძალიან კარგად ურტყამენ და საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას იღებენ, ერთმანეთში მორიგდა.

მწვრთნელი თითოეულ ჩვენგანს ესაუბრა. ნეიმარი და კავანი - ფანტასტიკური ფეხბურთელები არიან, პენალტებისა და ჯარიმების შესრულება ორივეს კარგად გამოსდის.

ჩვენ დიდებული გუნდი გვყავს. ნეიმარი - ჩემი კუმირია. მასზე სალაპარაკო ბევრი არაფერია, უბრალოდ უყურეთ მის თამაშს", - აღნიშნა ბრაზილიელმა მცველმა.

პარიზული კლუბის მთავარ ახალწვეულსა და ედინსონ კავანის საწყის თამაშებში პენალტის შესრულებასთან დაკავშირებით რამდენიმეჯერ კონფლიქტი მოუვიდათ, ამიტომაც უნაი ემერიმ გადაწყვიტა, რომ ახლა თერთმეტმეტრიანებს ისინი მორიგეობით შეასრულებენ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები