ალეგრი: "ატალანტასთან წაგებას გადავურჩით" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ალეგრი: "ატალანტასთან წაგებას გადავურჩით"


ალეგრი:

ტურინის "იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ, განაცხადა, რომ მისი გუნდი ეროვნული ჩემპიონატის ბოლო ტურში მარცხს გადაურჩა.

"კომბინაციურ ფეხბურთს კარგად ვთამაშობდით და ინტენსიურობის დონეც მაღალი იყო. კომფორტული უპირატესობა გვქონდა, მაგრამ საჯარიმოდან გოლი გავუშვით და ამან მატჩის ბედი შეცვალა.

პირველ ტაიმში ჩვენს საჯარიმოსთან სტანდარტების შემდეგ დამატებაზე უფრო ყურადღებით უნდა გვემოქმედა. მეორე გოლიც შვენი შეცდომების შედეგი იყო.

იმედგაცრუებულნი ვართ, რადგან ორი ქულა დავკარგეთ და სეზონის ბოლოს თითოეულ ქულას ფასი ექნება. თუმცა ამავდროულად ფრით კმაყოფილები უნდა ვიყოთ, ვინაიდან ბოლოს საერთოდ წაგებას გადავურჩით", - აღნიშნა ალეგრიმ.

ტურინულმა გრანდმა ბერგამოს "ატალანტასთან" ორბურთიანი უპირატესობა გაანიავა და ფრეს (2:2) დასჯერდა. "იუვემ" სერია ა-ს ახალ სეზონში პირველი ქულები დაკარგა და "ნაპოლის" ორი ქულით ჩამორჩა

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები