ინძაგი: "მე უკვე დიდ კლუბში ვარ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ინძაგი: "მე უკვე დიდ კლუბში ვარ"


ინძაგი:

რომის "ლაციოს" მთავარმა მწვრთნელმა, სიმონე ინძაგიმ, ჭორებს უპასუხა და აღნიშნა, რომ მისი მიზანი დიდ კლუბში გადასვლა არ არის.

"უკვე რამდენიმეჯერ აღვნიშნე, რომ უკვე დიდ კლუბში ვიმყოფები. გამიმართლა, რომ საფეხბურთო კარიერა სწორედ ამ კლუბში ავიწყე, შემდეგ ახალგაზრდულ სისტემაში ვიყავი, ახლა კი მთავარი მწვრთნელობისგან ვიღებ სიამოვნებას.

სკუდეტო? "ნაპოლი" კარგად გამოიყურება, იქვეა ტურინის "იუვენტუსი", რომელსაც ფანტასტიკური რესურსი აქვს. ჩვენ კი გვინდა, რომ ტიტულისათვის ვიბრძოლოთ", - განაცხადა 41 წლის იტალიელმა.

სიმონე ინძაგი "ლაციოს" 2016 წლის აპრილიდან ხელმძღვანელობს და თავის სამუშაოს იდეალურად ასრულებს. მიმდინარე სეზონი რომაელებმა ჩინებულად დაიწყეს - 7 ტურში 16 ქულა და მეოთხე პოზიცია.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები