სარი მერტენსის ნაკრებში გამოძახებით უკმაყოფილოა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

სარი მერტენსის ნაკრებში გამოძახებით უკმაყოფილოა


სარი მერტენსის ნაკრებში გამოძახებით უკმაყოფილოა

"ნაპოლის" მთავარი მწვრთნელი, მაურიციო სარი, ბელგიის ნაკრების თავკაცის, რობერტო მარტინესის, საქციელით ძალიან განაწყენებულია.

"ბელგიის ნაკრების მთავარ მწვრთნელთან დალაპარაკებას 3 დღის განმავლობაში ვცდილობდი. ისინი მსოფლიო ჩემპიონატზე უკვე გავიდნენ და მინდოდა, რომ მერტენსისთვის დასვენების საშუალება მიეცათ, მაგრამ ვერაფერს გავხდი. მას ჩემთვის პასუხი ჯერაც არ გაუცია", - აღნიშნა სარიმ.

ბელგიის ეროვნულმა გუნდმა მუნდიალზე თამაში უკვე გაინაღდა და ოქტომბერში მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლო ორ ფორმალურ მატჩს ჩაატარებს.

მერტენსი ბელგიელთა ერთ-ერთ ლიდერია, რომელმაც ამ საკვალიფიკაციო ციკლში 7 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები