პანუჩი იმედოვნებს, რომ იტალიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

პანუჩი იმედოვნებს, რომ იტალიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავა


პანუჩი იმედოვნებს, რომ იტალიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავა

იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა განაპირა მცველმა, კრისტიან პანუჩიმ, რომელიც ახლა ალბანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელია, "სკუადრა აძურა" გაამხნევა.

"ბოლო შეხვედრაში ესპანეთის ნაკრებმა იტალია 3:0 გაანადგურა, მაგრამ ამ გუნდების სხვა შეხვედრებში იტალიელებსაც აქვთ მოგებული, ასე რომ, მათ შორის სხვაობას ვერ ვხედავ.

იტალია - მსოფლიო ჩემპიონატის სიმბოლოა. საკვალიფიკაციო ეტაპი ჯერ არ დასრულება და დარწმუნებული ვარ, რომ "სკუადრა აძურა" მუნდიალის ფინალურ ეტაპზე მოხვდება.

ამის შემდეგ კი იმისიც მჯერა, რომ იტალია მსოფლიო ჩემპიონატის გადამწყვეტ თამაშამდე მისვლასაც გაიხსენებს", - აღნიშნა პანუჩიმ.

საკვალიფიკაციო ეტაპის 8 ტურის შემდეგ იტალია ესპანეთს 3 ქულით ჩამორჩება და მეორე ადგილზე გასვლის შემთხვევაში ფინალური საგზურის მოსაპოვებლად ფლეი-ოფის ეტაპის გავლა მოუწევს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები