Goal.Ge

ესპანეთში მიმდინარე მოვლენები: რა პრობლემის წინაშე დგება ესპანეთი და FIFA?


ესპანეთში მიმდინარე მოვლენები: რა პრობლემის წინაშე დგება ესპანეთი და FIFA?

მსოფლიოს მედიასივრცე ესპანეთში მიმდინარე მოვლენებზეა გადართული. როგორც მოგეხსენებათ, ესპანეთში არსებულ ავტონომიურ რესპუბლიკაში - კატალონიაში დამოუკიდებლობისთვის იბრძვიან და ამ თემასთან დაკავშირებით რეფერენდუმიც ჩატარდა. რა თქმა უნდა, მასში უამრავი ცნობილი ადამიანი ჩაერთო. ინტერნეტში "ბარსელონას" მცველის, ჟერარ პიკეს განცხადება გავრცელდა. ჩვენ ბოლო დროს მცველის მხრიდან სახალისო განცხადებებს მივეჩვიეთ, თუმცა თუ ფეხბურთელის ემოციური მდგომარეობით ვიმსჯელებთ, მივხვდებით, თუ რამდენად სერიოზულ თემას შეეხო ესპანელი ფეხბურთელი.

პიკე ცალსახად ეთანხმება კატალონიის დამოუკიდებლობას, რაც მის განცხადებაშიც ჩანს. მიუხედავად ამისა, ამ პოზიციის დაკავების შემდეგ, ესპანელ მოთამაშეს საკმაოდ ბევრი რამის დათმობა მოუწევს. ისტორიაში ამა თუ იმ ეროვნულ ნაკრებს არა ერთი ლეგიონერი ჰყოლია და ახლაც, საფრანგეთის ან გერმანიის შემადგენლობებს რომ გადავხედოთ, სუფთა სისხლის ფრანგს ან გერმანელს ცოტას თუ შევამჩნევთ. პიკე კი ესპანეთის ნაკრებში ლეგიონერის სტატუსით ასპარეზობაზე უარს ამბობს და მზადაა, რომ "ფურია როხა" დატოვოს.

ესპანეთში გამართული რეფენდერუმის თაობაზე პიკემ შემდეგნაირი განცხადება გაავრცელა:

"არჩევნებში მონაწილეობის უფლება ყველას აქვს. შენ შეგიძლია ხმა კატალონიის დამოუკიდებლობას დაუჭირო ან ფურცელი ცარიელი დატოვო. მთავარი ის არი, რომ ჩვენ ამის უფლება გვაქვს. ესპანეთში ხალხი არჩევნებში ხმის მიცემის უფლების მოპოვებისთვის წლების განმავლობაში იბრძოდა, ახლა კი ჩვენ ამის უფლება გვაქვს. ვფიქრობ, რომ ჩვენ კანონი უნდა დავიცვათ.

ესპანეთში მიმდინარე მოვლენები: რა პრობლემის წინაშე დგება ესპანეთი და FIFA?

მე საკუთარ თავს კატალონიელად ვთვლი. ამგვარად, ხმას ჩემი ხალხისთვის ვაძლევ. ვამაყობ ჩემი ხალხით, რომელიც უკვე წლებია, რაც მამაცურად იბრძვის ამ მომენტისთვის. არანაირი აგრესია - თუმცა, მათ პოლიციელები ჩართეს საქმეში. მსგავსი რამის უფლება ნამდვილად არ აქვთ.

ვფიქრობ, რომ შემიძლია ესპანეთის ნაკრებში თამაში. მე მჯერა, რომ ესპანელ ხალხს დემოკრატიის ღირებულება კარგად ესმით. ფედერაციას მინდა მივმართო, რომ მე არც პრობლემას წარმოვადგენ არც  ვქმნი. უბრალოდ ვამთავრებ სანაკრებო კარიერას 2018 წლამდე.

ითამაშებ თუ არა ეროვნულ ნაკრებში - ეს შენს პატრიოტობაზეა დამოკიდებული. ვინც ეროვნულ ნაკრებში თამაშობს ის ნამდვილი პატრიოტია? არა, ეს ასე არ არის. არიან ნატურალიზებული მოთამაშეები, რომლებიც ესპანეთში არ დაბადებულან, ისინი ესპანელები არ არიან. თუმცა, ეროვნულ ნაკრებში თამაში პატრიოტიზმის კონკურსი ნამდვილად არ არის.

რეფერენდუმს იურიდიულად სერიოზული ძალა არ აქვს. კატალონიელები მართლაც იბრძვიან დამოუკიდებლობისთვის და ამისთვის არაფერს იშურებენ, თუმცა ესპანეთი თავის მხრივ, სიტუაციას ართულებს და საქმეში პოლიციას რთავს. ისინი მთელი ძალებით ცდილობენ კატალონიელებს წარმოდგენა შეუცვალონ და ამას არა დიპლომატიურად და დემოკრატიულად, არამედ ძალიან უხეშად აკეთებენ.

რეფერენდუმი აიკრძალა, 14 კატალონიელი ჩინოვნიკი კი ციხეში ჩასვეს. ბარსელონაში სიტუაციის გასაკონტროლებლად ჯარი შეიჭრა. მიუხედავად იმისა, რომ კატალონიელები დამოუკიდებლობის დათმობას არაფრის ფასად არ აპირებენ, რეალური ძალაუფლება ესპანეთს უჭირავს და სამეფო ამ ავტონომიური რესპუბლიკის დამოუკიდებლობას ჯერჯერობით არაფრის დიდებით არ უშვებს.

ესპანეთში მიმდინარე მოვლენები: რა პრობლემის წინაშე დგება ესპანეთი და FIFA?

პიკეს განცხადება ყველამ სწორად მიიღო, თუმცა არ არსებობს განცხადება, რომელსაც კრიტიკა არ მოჰყვება. კატალონიელთა ნაწილი პიკეს ემოციურ მდგომარეობას აკრიტიკებენ, რადგან ესპანეთის მოქალაქეობაზე უარის თქმას ფეხბურთელი არც ისე მტკიცედ აცხადებს. 

ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ალფონსო დასტისი აქვე დასძენს: "რეფერენდუმი - დიქტატორების იარაღია. მან კატალონიელები გადატრიალების მცდელობაშიც დაადანაშაულა და საქმეში პოლიციის ჩართვა სიმშვიდის შენარჩუნებას მიაწერა.

იმ შემთხვევაში, თუ კატალონიელები დამოუკიდებლობას მართლაც მოიპოვებენ, ესპანეთს, რა თქმა უნდა, ფინანსური და ტერიტორიული პრობლემები შეექმნება, ხოლო ლა ლიგას კი ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო კლუბი - "ბარსელონა" გამოაკლდება. პრობლემები ფიფა-საც ექნება, რადგან კატალონიელთა ნაწილი ესპანეთის ნაკრებში თამაშზე უარს იტყვის და შესაძლოა ფიფა-ში ახალი ეროვნული გუნდიც დარეგისტრირდეს.

პიკემ რეფერენდუმში კატალონიის დამოუკიდებლობას დაუჭირა მხარი და ეს გადაწყვეტილება მან თავის განცხადებაში აბსოლუტურად ყველა დეტალში ახსნა. ამ გადაწყვეტილების შემდეგ, ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა - ხულენ ლოპეტეგიმ პიკეს ესპანეთის ნაკრების გულიც კი უწოდა. ხოლო სერხიო რამოსმა, კი თავის სტილში გააკეთა კომენტარი, თუმცა ბევრი მის კომენტარში დიდი დოზით პოლიტიკას ხედავს და არა ფეხბურთს: "რეფერენდუმში დამოუკიდებლობისთვის ხმის მიცემა არ არის კარგი გზა იმისათვის, რომ აღარ გისტვენდნენ"

ნიკა ნოზაძე

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

მანჩესტერის კატასტროფული შედეგი - პირველად 1991 წლის შემდეგ

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მორიგი წარუმატებელი მატჩი ჩაატარა და "ლივერპულთან" 3:1 დამარცხდა.

დღეს, 02:25

მისია შესრულებულია: კლოპმა უკვე პრემიერ ლიგის ყველა გუნდი დაამარცხა

პრემიერ ლიგის ტურის ცენტრალური მატჩი "ლივერპულსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" შორის, მასპინძელთა გამარჯვებით 3:1 დასრულდა.

დღეს, 02:18

მესის მორიგი რეკორდი: არგენტინელის ბრწყინვალე შედეგი ბარსელონაში

ლა ლიგის გასულ ტურში კატალონიის "ბარსელონა" "ლევანტეს" დაუპირისპირდა და მეტოქე 0:5 გაანადგურა.

დღეს, 02:13

რომამ 3-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა [VIDEO]

იტალიის ჩემპიონატში გაიმართა საინტერესო მატჩი "რომასა" და "ჯენოას" შორის, რომელიც მასპინძელთა გამარჯვებით 3:2 დასრულდა.

დღეს, 02:00

მორიგი შოუ ლეოსგან: მესის ჰეთ-თრიკი და ბარსელონას მარტივი გამარჯვება [VIDEO]

ესპანეთის ჩემპიონატის მე-16 ტურში ერთმანეთს "ლევანტე" და "ბარსელონა" დაუპირისპირდნენ.

დღეს, 01:46

ვარანმა რეალის უსახური თამაშის მიზეზი დაასახელა

რაფაელ ვარანმა დაასახელა მიზეზი, რომლის გამოც მადრიდული გრანდი უკანასკნელ პერიოდში გამარჯვებებს გაჭირვებით აღწევს.

დღეს, 00:45

რამდენად იკლო დასწრებადობამ ბერნაბეუზე, გასულ სეზონთან შედარებით?

მადრიდის "რეალის" საშინაო სტადიონზე დასწრებადობა აშკარად იკლებს.

დღეს, 00:38

მესი დაფრინავს! არგენტინელის ბრწყინვალე რეიდი და საგოლე პასი სუარესზე [VIDEO]

"ბარსელონა" ვალენსიელებთან შეხვედრაში დაწინაურდა.

დღეს, 00:31

კლოპი მწვერვალების დაპყრობას განაგრძობს - ლივერპულმა საკლუბო რეკორდი გააუმჯობესა

პრემიერ ლიგის მე-17 ტურის შეხვედრაში "ლივერპულმა" "მანჩესტერ იუნაიტედი" დაამარცხა.

დღეს, 00:24

მოურინიო: "მეორე და მესამე გოლის ეპიზოდში, ლივერპულს უბრალოდ გაუმართლა"

ჟოზე მოურინიოს აზრით, მეორე და მესამე გოლის ეპიზოდებში, "ლივერპულს" უბრალოდ გაუმართლა.

დღეს, 00:17

კლოპი: "ბიჭებმა შესანიშნავად ითამაშეს, გამარჯვების მოპოვება ალისონის გამო გვსურდა"

იურგენ კლოპი "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ მისი გუნდის მიერ ნაჩვენები თამაშით კმაყოფილი დარჩა.

დღეს, 00:12

ნაპოლიმ კალიარი მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში დაამარცხა [VIDEO]

სერია ა-ს მე-16 ტურის შეხვედრაში, "ნაპოლი" "კალიარის" ესტუმრა.

დღეს, 00:07

ჟოზე: "სეზონს ექვსეულში ნამდვილად დავასრულებთ, თუ გაგვიმართლებს, შესაძლოა, ოთხეულშიც"

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ, "ლივერპულთან" განცდილ მარცხზე ისაუბრა.

დღეს, 00:03

საუკეთესო შედეგი მიმდინარე სეზონში - ლივერპულმა მანჩესტერ სიტის გადაუჯოკრა

"იუნაიტედთან" შეხვედრაში "ლივერპული" 90-ვე წუთის მანძილზე დომინირებდა.

გუშინ, 22:04

ალისონმა მანჩესტერ იუნაიტედს გოლი აჩუქა [VIDEO]

"მანჩესტერ იუნაიტედმა" წონასწორობა ალისონ ბეკერის შეცდომის შედეგად აღადგინა.

გუშინ, 20:41

"იუნაიტედიდან წასვლის წინ, ჟოზეს რაღაც ვუთხარი", - დეპაის აზრით, რატომ ვერ ათამაშდა ის მანჩესტერში?

მემფის დეპაიმ დაასახელა მიზეზი, რის გამოც, "მანჩესტერ იუნაიტედში" ფეხის მოკიდება ვერ მოახერხა.

გუშინ, 19:44

ლივერპული - მანჩესტერ იუნაიტედი [სასტარტო შემადგენლობები]

ცნობილი გახდა სასტარტო შემადგენლობები, რომლითაც "ლივერპული" და "მანჩესტერ იუნაიტედი" დაუპირისპირდებიან ერთამეთს.

გუშინ, 19:33

ბრწყინვალე სერია შეწყდა! არსენალი უხვგოლიან თრილერში დამარცხდა [VIDEO]

უნაი ემერის გუნდის ბრწყინვალე სერია ჩემპიონატის ერთ-ერთ აუთსაიდერთან შეწყდა.

გუშინ, 19:30

ჩელსიმ სტუმრად აზარისა და პედროს გოლების წყალობით იმარჯვა [VIDEO]

პრემიერ ლიგის მე-17 ტურში ლონდონის "ჩელსი" "ბრაიტონს" ესტუმრა.

გუშინ, 19:30

ბელგიური პრესა: "ჩაკვეტაძის გამო, გენტის მატჩს მანჩესტერისა და პსჟ-ს სკაუტები დაესწრნენ

ბელგიის ჩემპიონატის გასულ ტურში გამართული მატჩი "შარლერუასა" და "გენტს" შორის, მასპინძელთა გამარჯვებით 3:0 დასრულდა.

გუშინ, 19:16

სევილიამ დამაჯერებლად იმარჯვა და მეორე ადგილს დაუბრუნდა

პრიმერა დივიზიონის მე-16 ტურში "სევილიამ" "ჟირონას" უმასპინძლა.

გუშინ, 16:52

თუშიშვილის და ლიპარტელიანის ოქროები და საქართველოს ნაკრების პირველი ადგილი!

ჩინეთში წლის შემაჯამებელი მასტერსი გაიმართა, სადაც ქართველმა ძიუდოისტებმა 5 მედალი მოიპოვეს.

გუშინ, 16:20

ჩელსიმ მილანს ფაბრეგასის საბოლოო ფასი დაუსახელა

"მილანი" ზამთარში "ჩელსის" ნახევარმცველ სესკ ფაბრეგასის დამატებას გეგმავს.

გუშინ, 15:21

მარსელომ საკუთარ მომავალს ფარდა ახადა

შეგახსენებთ, ბრაზილიელი ფეხბურთელის შეძენით "იუვენტუსია" დაინტერესებული.

გუშინ, 14:58

მანჩესტერმა იუვენტუსს პირობები წაუყენა

"მანჩესტერ იუნაიტედს" პოლ პოგბას გაყიდვა უკვე იანვარში სურს, წერენ ბრიტანულ პრესაში.

გუშინ, 14:49

ალეგრი: "რონალდუს გოლის დროს, მივტრიალდი!"

"იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ, აღიარა, რომ "ტორინოს" კარში გატანილი ერთადერთი გოლი არ უნახავს.

გუშინ, 13:25

მწვრთნელი კი არა, პრეზიდენტი! რომას ქომაგები ჯეიმს პალოტას წასვლას ითხოვენ [ფოტო]

"რომას" ქომაგები გუნდის ხელმძღვანელობით არიან უკმაყოფილონი.

გუშინ, 13:20

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები