მანინგერი: "მსოფლიოში მხოლოდ ერთი საუკეთესო მეკარეა - ბუფონი" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

მანინგერი: "მსოფლიოში მხოლოდ ერთი საუკეთესო მეკარეა - ბუფონი"


მანინგერი:

ტურინის "იუვენტუსის" ყოფილმა გოლკიპერმა, ალექსანდრ მანინგერმა, მსოფლიოში საუკეთესო მეკარე დაასახელა.

"მსოფლიოს საუკეთესო მეკარე? ასეთი მხოლოდ ერთია - ჯანლუიჯი ბუფონი. მან გოლკიპერულ ენაზე მთელი წიგნი დაწერა. ბუფონი - უკვე 20 წელია ახალგაზრდა მეკარეებისათვის ორიენტირია.

ტურინში ფანტასტიკური ატმოსფეროა, იქ ძალიან კარგ ადამიანებთან მიწევდა ურთიერთობა და მესმის თუ რატომ არის ეს გუნდი ასეთი წარმატებული.

მიუხედავად იმისა, რომ ამ სეზონში კონკურენცია გაიზარდა, ვფიქრობ, სკუდეტოს მაინც "იუვენტუსი" მოიგებს", - აღნიშნა მანინგერმა.

40 წლის ავსტრიელი ტურინული კლუბის ღირსებას 2008-12 წლებში იცავდა და 27 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები