ფალეტი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ფალეტი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა


ფალეტი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა

ფრანკფურტის "აინტრახტის" ცენტრალური მცველი, სიმონ ფალეტი, საკუთარ გუნდს ეროვნული ჩემპიონატის მომდევნო ორ თამაშში ვერ დაეხმარება.

ბუნდესლიგის მე-7 ტურის შეხვედრაში, "შტუტგარტის" წინააღმდეგ (2:1), ფალეტმა სიმონ ტეროდეს წინააღმდეგ ძალიან უხეშად ითამაშა და წითელი ბარათი დაიმსახურა.

თუმცა გერმანული ფეხბურთის ფედერაციამ ეს ეპიზოდი კიდევ ერთხელ განიხილა და სიმონი საერთო ჯამში 2 მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.

25 წლის ფრანგი "აინტრახტს" ამ ზაფხულს შეუერთდა და ბუნდესლიგაში შვიდივე მატჩი ჩაატარა.
ასევე იხილეთ თემაზე:
აინტრახტი სიმონ ფალეტი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები