მათეუსი: "ტუხელი ბაიერნის მხოლოდ დროებითი არჩევანია" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

მათეუსი: "ტუხელი ბაიერნის მხოლოდ დროებითი არჩევანია"


მათეუსი:

მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილმა კაპიტანმა და ნახევარმცველმა, ლეგენდარულმა ლოთარ მათეუსმა, "რეკორდმაისტერის" მთავარი მწვრთნელის საგა განიხილა.

"ვფიქრობ, "ბაიერნისთვის" ტოპ-კანდიდატი იულიან ნაგელსმანი, რომელიც ჰიონესის რჩეულია და ადრე თუ გვიან "ბაიერნს" მაინც ჩაიბარებს.

როდესაც რაღაც გადაწყვეტილება გაქვს მისაღები და გეგმა ნომერი ერთი გარკვეული მიზეზების გამო ამ კონკრეტულ მომენტში ვერ სრულდება, მაშინ იძულებული ხდები დროებითი გამოსავალი იპოვნო.

ვფიქრობ, რომ თომას ტუხელის "ბაიერნში" მისვლა სწორედ დროებითი არჩევანია და არა ხანგრძლივ პერსპექტივაზე გათვლილი ნაბიჯი.

რაც შეეხება ანჩელოტის გათავისუფლებას, თავიდანვე ჩანდა, რომ გუნდში ცუდი ატმოსფერო სუფევდა და "ბაიერნმა" სეზონი საკმაოდ სუსტად დაიწყო, ასე რომ ეს ლოგიკური გადაწყვეტილება გახლავთ", - აღნიშნა მათეუსმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები