პერესმა დაადასტურა - რეალი ახალ გუნდს შექმნის » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

პერესმა დაადასტურა - რეალი ახალ გუნდს შექმნის


პერესმა დაადასტურა - რეალი ახალ გუნდს შექმნის

მადრიდის "რეალის" პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა დაადასტურა, რომ "სამეფო კლუბს" მალე ახალი, ქალთა გუნდი ეყოლება.

ევროპის რამდენიმე დიდ გრანდს ქალთა გუნდები ჰყავთ.

მაგალითად, გასულ წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალში ერთმანეთს "ლიონი" და "პსჟ" შეხვდნენ. ასევე, ძლიერი ქალთა გუნდი ჰყავთ "მანჩესტერ სიტის", "ბარსელონასა" და "ვოლფსბურგს".

პერესს სურს, რომ "რეალი" ამ კუთხითაც გამორჩეული იყოს და დაგეგმარება დაიწყო.

"პირველ რიგში, ჩვენ გვსურს, რომ ქალთა დეპარტამენტი შევქმნათ.

ამ ეტაპზე არ ვაპირებთ, რომ უცხოელი ფეხბურთელები მოვიყვანოთ. ვფიქრობ, რომ ადგილობრივებით შეივსება გუნდი. ქალთა ფეხბურთი იმსახურებს დეპარტამენტს", - განაცხადა პერესმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები