ლაკაზეტმა თავისი საფეხბურთო კუმირი დაასახელა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ლაკაზეტმა თავისი საფეხბურთო კუმირი დაასახელა


ლაკაზეტმა თავისი საფეხბურთო კუმირი დაასახელა

ლონდონის "არსენალის" ფრანგმა თავდამსხმელმა ალექსანდრ ლაკაზეტმა თავისი საფეხბურთო კუმირი დაასახელა.

"ტიერი ანრი ჩემი კუმირია. ჩვენ ხშირად ვსაუბრობდით და როდესაც რაიმე კითხვა მაქვს, სწორედ ანრის მივმართავ ხოლმე", - აცხადებს ლაკაზეტი თავის თანამემამულეზე.

შეგახსენებთ, რომ ლაკაზეტი "არსენალს" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში შეუერთდა.

მან მეთოფეთა რიგებში რეკორდიც დაამყარა და გახდა "არსენალის" პირველი მოთამაშე, რომელმაც სადებიუტო 3 საშინაო შეხვედრიდან 3-ვეში გოლი გაიტანა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები