ოფიციალურად: ბეილი საქართველოსთან არ იქნება! » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ოფიციალურად: ბეილი საქართველოსთან არ იქნება!


ოფიციალურად: ბეილი საქართველოსთან არ იქნება!

მადრიდის "რეალისა" და უელსის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი, გარეტ ბეილი 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს წინააღმდეგ გასამართ მატჩს გამოტოვებს.

როგორც გავლენიანი ბრიტანული გამოცემა Sky Sports იტყობინება, უელსელთა სამწვრთნელო შტაბმა ბეილი განაცხადში ტრავმის გამო არ შეიყვანა.

გარდა საქართველოს ნაკრებთან მატჩისა, "სამეფო კლუბის" სუპერვარსკვლავი ირლანდიასთანაც ვერ დაეხმარება უელსელებს.

შეგახსენებთ, გარეტმა ესპანეთის ჩემპიონატის ეგიდით "ესპანიოლთან" (2:0) გამართული დაპირისპირებაც გამოტოვა.

ჯერჯერობით, უცნობია, თუ რა პერიოდის გამოტოვება მოუწევს 28 წლის შემტევს.

ცნობისთვის, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩში უელსი საქართველოს 6 ოქტომბერს დაუპირისპირდება, ირლანდიას კი - 9 ოქტომბერს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები