როდის დაბრუნდება იბრაჰიმოვიჩი? - ზლატანმა განცხადება გააკეთა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

როდის დაბრუნდება იბრაჰიმოვიჩი? - ზლატანმა განცხადება გააკეთა


როდის დაბრუნდება იბრაჰიმოვიჩი? - ზლატანმა განცხადება გააკეთა

ზლატან იბრაჰიმოვიჩის გულშემატკივრებმა ინსტაგრამზე შვედი თავდამსხმელის ვიდეო გამოაქვეყნეს.

აღნიშნულ ვიდეოში ჩანს, თუ როგორ ვარჯიშობს ზლატანი ინდივიდუალურად დარბაზში და საფეხბურთო მოედანზე.

"ძალიან მალე დავბრუნდები. იმაზე ძლიერი, ვიდრე ოდესმე", - წერია იბრაჰიმოვიჩის კომენტარი ვიდეოს ქვეშ.

შეგახსენებთ, აგვისტოს თვის ბოლოს "მანჩესტერ იუნაიტედმა" 36 წლის თავდამსხმელს ახალი, ერთწლიანი კონტრაქტი გაუფორმა.

ვიდეო შეგიძლიათ იხილოთ აქ

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები