გიორგი ყიფიანმა 19 წლამდე ნაკრები შეკრიბა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

გიორგი ყიფიანმა 19 წლამდე ნაკრები შეკრიბა


გიორგი ყიფიანმა 19 წლამდე ნაკრები შეკრიბა

საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა ფინეთთან ამხანაგური მატჩებისთვის მზადება დაიწყო. გიორგი ყიფიანის გუნდი 8 და 10 ოქტომბერს ორ ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს ფინელებთან. ორივე მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 17 საათზე დაიწყება.

ყიფიანმა შეკრებაზე ეს ფეხბურთელები მიიწვია:

მეკარეები: დავით კერესელიძე (ცხინვალი), დემეტრე ბულისკერია (დინამო თბ), გოგა ნასყიდაშვილი (საბურთალო);

მცველები: ნიკოლოზ მალი, გიორგი ჯინჯოლავა, ანდრია ფურცელაძე (ყველა საბურთალო), ალექსანდრე კახიძე (ინტერნაციონალი, რუსეთი), ლევან ხარაბაძე (დინამო თბ), გიორგი ცერცვაძე (ლოკომოტივი), ბექა ჭოხონელიძე (სამტრედია), ლუკა ასათიანი (სუვაკი, პოლონეთი), ჯაბა კასრელიშვილი (ცხინვალი);

ნახევარმცველები: გიორგი ქოჩორაშვილი (ხირონა, ესპანეთი), ბექა დარცმელია, ნიკოლოზ ნინუა (ორივე დინამო თბ), აკაკი ნინუა (სამტრედია), სანდრო ანდრონიკაშვილი (ლოკომოტივი), ლუკა ბერიაშვილი, ლევან ბარაბაძე (ორივე ცხინვალი), ირაკლი ზარიძე (ვიტ ჯორჯია);

თავდამსხმელები: ბექა ქავთარაძე (დინამო თბ), სერგო კუხიანიძე, მერაბ მეგრელაძე (ორივე ტორპედო).

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები