რეშფორდი: "რონალდუმ, მესიმ, რუნიმ, ნეიმარმა იციან, თუ რა არის კარგი ფეხბურთი" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

რეშფორდი: "რონალდუმ, მესიმ, რუნიმ, ნეიმარმა იციან, თუ რა არის კარგი ფეხბურთი"


რეშფორდი:

"მანჩესტერ იუნაიტედისა" და ინგლისის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა, მარკუს რეშფორდმა აღნიშნა, რომ კრიშტიანუ რონალდუს, ლიონელ მესის, უეინ რუნისა და ნეიმარის თამაშს თვალყურს ადევნებს.

ახალგაზრდა შემტევის თქმით, მათი სტილის კოპირებას ცდილობს.

"ცდილობ მათ მიბაძო, განსაკუთრებით მაშინ, როცა ჯერ კიდევ ახალგაზრდა ხარ, სანამ შენი საკუთარი თამაში არ გიპოვნია", - ციტირებს რეშფორდის სიტყვებს Goal.

"ცდილობ მათი ქმედებები გაიმეორო, შემდეგ თამაშის განსაკუთრებულ საკუთარ მანერას იძენ".

"რონალდუ, მესი, რუნი, ნეიმარი - ყველა მათგანმა იცის, რა არის კარგი ფეხბურთი. მათი თამაში კი ისაა, რისი ყურებაც მომწონს", - დასძინა მარკუსმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები