მანჩესტერ იუნაიტედმა იბრაჰიმოვიჩს დაბადების დღე მიულოცა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

მანჩესტერ იუნაიტედმა იბრაჰიმოვიჩს დაბადების დღე მიულოცა


მანჩესტერ იუნაიტედმა იბრაჰიმოვიჩს დაბადების დღე მიულოცა

"მანჩესტერ იუნაიტედმა" თვითერზე თავდამსხმელ ზლატან იბრაჰიმოვიჩს დაბადების დღე მიულოცა.

მოგეხსენებათ, დღეს შვედ ფორვარდს 36 წელიწადი შეუსრულდა.

"ისიამოვნე შენი დღით, ზლატან", - წერია "ემიუს" განცხადებაში.

შეგახსენებთ, ამჟამად ფორვარდი მუხლის ტრავმას ირჩენს, რომელიც ევროპა ლიგაზე "ანდერლეხტთან" (2:1 დ.დ) აპრილის თვეში მიიღო.

აგვისტოს თვის ბოლოს "წითელმა ეშმაკუნებმა" იბრაჰიმოვიჩს კონტრაქტი ერთი წლით გაუხანგრძლივეს.

გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ აქამდე თქვა, რომ ფორვარდი სეზონის მეორე ნაწილში სჭირდება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები