"ის რჩება". ფრანგულმა გაზეთმა პიკე "დატროლა" [ფოტო] » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

"ის რჩება". ფრანგულმა გაზეთმა პიკე "დატროლა" [ფოტო]



ფრანგულმა გამოცემა L'Equipe-მ "ბარსელონას" მცველი, ხერარდ პიკე "დატროლა", რომელმაც მოქალაქეებს კატალონიის დამოუკიდელობაზე ხმის მიცემისკენ მოუწოდა.

გაზეთის ნომერში გამოქვეყნდა კარიკატურა, სადაც პოლიციელს ესპანელი მცველი კისრით "უჭირავს" და ამბობს: "ის რჩება".

შეგახსენებთ, გასულ ზაფხულს პიკემ ინსტაგრამზე ნეიმართან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა: "ის რჩება". მიუხედავად ამისა, მოგეხსენებათ, საბოლოო ჯამში, ბრაზილიელი "ბარსელონადან" "პსჟ"-ში მაინც გადავიდა.

მოგვიანებით, გულშემატკივრებმა და პრესამ რეგულარულად დაიწყეს პიკესთვის ამ ფრაზის შეხსენება.

იხილეთ ფოტო

"ის რჩება". ფრანგულმა გაზეთმა პიკე "დატროლა" [ფოტო]

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები