კავანიმ ნეიმართან არსებულ ურთიერთობაზე კიდევ ერთი განცხადება გააკეთა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

კავანიმ ნეიმართან არსებულ ურთიერთობაზე კიდევ ერთი განცხადება გააკეთა


კავანიმ ნეიმართან არსებულ ურთიერთობაზე კიდევ ერთი განცხადება გააკეთა

"პსჟ"-ს თავდამსხმელმა, ედინსონ კავანიმ აღნიშნა, რომ ნეიმართან ნორმალური ურთიერთობა აქვს.

მოგეხსენებათ, საფრანგეთის ჩემპიონატის ეგიდით "ლიონთან" (2:0) გამართულ შეხვედრაში ურუგვაელსა და ბრაზილიელს შორის დაძაბულობა წარმოიშვა, რადგან აღნიშნულ დაპირისპირებაში ედინსონმა ნეიმარს თერთმეტმეტრიანის დარტმის უფლება არ მისცა.

საბოლოო ჯამში, პენალტი ურუგვაელმა შეასრულა, თუმცა ვერ გაიტანა.

"ეს ფეხბურთია", - ციტირებს კავანის სიტყვებს A Bola.

"ზოგიერთი ადამიანი აჭარბებს. ყველაფერი მშვიდადაა. მთავარია, ერთი და იმავე მიზნისთვის ვიბრძვით", - დასძინა 30 წლის ფორვარდმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები