პიკემ და რამოსმა კატალონიის დამოუკიდებლობის რეფერენდუმის გამო იჩხუბეს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

პიკემ და რამოსმა კატალონიის დამოუკიდებლობის რეფერენდუმის გამო იჩხუბეს


პიკემ და რამოსმა კატალონიის დამოუკიდებლობის რეფერენდუმის გამო იჩხუბეს

ესპანეთის ეროვნული ნაკრების მცველებმა, ხერარდ პიკემ და სერხიო რამოსმა კატალონიის რეფერენდუმთან დაკავშირებული სიტუაციის გამო იჩხუბეს, იუწყება AS.

"რეალის" ფეხბურთელმა "ბარსელონას" ფეხბურთელი ეროვნული გუნდის განწყობის დესტაბილიზაციაში დაადანაშაულა.

კატალონიაში მომხდარი არეულობის გამო, პიკემ განაცხადა, რომ ის მზადაა, ესპანეთის ნაკრები დატოვოს.

ამ განცხადების შემდეგ კი პიკე ნაკრებს მაინც შეუერთდა და გუნდთან ერთადაც ივარჯიშა.

გაბრაზებული ესპანელი გულშემატკივრები კი მოედანზე გამოსულ პიკეს სტვენით და შეურაცხმყოფელი ბანერებით შეხვდნენ.

შეგახსენებთ, პიკე და რამოსი პრესისა და სოციალური ქსელის მეშვეობით ერთმანეთს ხშირად "კბენენ", თუმცა მათი თქმით, მაინც მეგობრებად რჩებიან.

აქვე დავამატებთ, კატალონიის დამოუკიდებლობის რეფერენდუმი 1 ოქტომბერს გაიმართა, მაგრამ ესპანეთის მმართველობამ რეფერენდუმის შედეგების აღიარებაზე უარი თქვა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები