ანჩელოტიმ ყველაფერს ნათელი მოჰფინა: "ბაიერნში იძახდნენ, რომ მწვრთნელობა არ ვიცი" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ანჩელოტიმ ყველაფერს ნათელი მოჰფინა: "ბაიერნში იძახდნენ, რომ მწვრთნელობა არ ვიცი"


ანჩელოტიმ ყველაფერს ნათელი მოჰფინა:

ცნობილმა სპეციალისტმა, კარლო ანჩელოტიმ, რომელიც ცოტა ხნის წინ "ბაიერნიდან" გაათავისუფლეს, თქვა, რომ გერმანულ კლუბში ძლიერად აკრიტიკებდნენ.

აქამდე, იტალიელმა დაადასტურა, რომ სეზონის ბოლომდე დაისვენებს.

შეგახსენებთ, ანჩელოტი "რეკორდმაისტერს" 2016 წლის ზაფხულიდან წვრთნიდა.

"ბაიერნში" იძახდნენ, რომ მწვრთნელობა არ ვიცი, ძალიან ნაზი ვარ, გუნდის მომზადება კი ცუდი იყო", - ციტირებს ანჩელოტის სიტყვებს L'Equipe.

"ჩუმად ყოფნა ჩემი დადებითი მხარეა. ასე რომ, ასეთ სიტუაციაში გაჩუმება და დაფიქრებაა უკეთესი", - დასძინა კარლომ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები