ნოდარ იაშვილი მსოფლიოს უსწრაფესი ფეხბურთელია » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ნოდარ იაშვილი მსოფლიოს უსწრაფესი ფეხბურთელია


ნოდარ იაშვილი მსოფლიოს უსწრაფესი ფეხბურთელია

პოლარის სისტემა უკვე მესამე ტურია ეროვნულ ლიგაში ფეხბურთელების მონაცემებს აფიქსირებს და უნდა ითქვას, ამ ტურში, ტორპედო-საბურთალოს მატჩისას უნიკალური ფაქტი მოხდა.

ნოდარ იაშვილი მსოფლიოს უსწრაფესი ფეხბურთელია _ საბურთალოს განაპირა მცველმა ერთ მომენტში 36,8 კმ/სთ სიჩქარით გაირბინა, როდესაც მსოფლიოში ყველაზე სწრაფი მაჩვენებელი ანტონიო ვალენსიას აქვს _ 35.1 კმ/სთ.

მატჩში მეორე მაჩვენებელი ჰქონდა გიორგი ქიმაძეს _ 32.9, ხოლო გიორგი ხარაიშვილმა 32.4 კმ/სთ სიჩქარით გაირბინა.

სპრინტების მაჩვენებელი საბურთალოელებს უკეთესი ჰქონდათ: ხარაიშვილი _ 76, იაშვილი _ 67 და თორნიკე თარხნიშვილი _ 60. ქუთაისელთაგან საუკეთესო ქიმაძეს მხოლოდ 58 სპრინტი ჰქონდა.

დაფარული კილომეტრებით კი გიორგი კუხიანიძე ლიდერობს: ტორპედოელთა ნახევარმცველმა 12.1 კილომეტრი გაირბინა, ტრნიშვილის მაჩვენები 11.48 კილომეტრია, ხოლო ხარაიშვილის _ 11.47.

მიუხედავად ამ მაჩვენებლებში საბურთალოელთა უპირატესობისა, მატჩი ტორპედომ 2:0 მოიგო.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები