მილანი ორ ვარიანტს განიხილავს - ვინ შეცვლის მონტელას? » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

მილანი ორ ვარიანტს განიხილავს - ვინ შეცვლის მონტელას?


მილანი ორ ვარიანტს განიხილავს - ვინ შეცვლის მონტელას?

"მილანის" ხელმძღვანელობა უახლოეს მომავალში მთავარი მწვრთნელის პოსტზე ცვლილებას გეგმავს.

"როსონერის" მესვეურები მიმდინარე სეზონის სტარტით უკმაყოფილო დარჩნენ და შესაძლოა 48 წლის იტალიელმა სპეციალისტმა, ვინჩენცო მონტელამ, საკუთარი თანამდებობა დაკარგოს.

იტალიური პრესის ინფორმაციით, მილანური გრანდი მონტელას შესაცვლელად უკვე ორ ვარიანტს განიხილავს და მოლაპარაკებებიც დაიწყო. საუბარია პორტუგალიელ პაულო სოუზასა და იტალიელ ვალტერ მაცარიზე, რომლებიც ახლა თავისუფალი არიან.

მოსალოდნელია, რომ მონტელასთვის გადამწყვეტი მილანური დერბი იქნება, რომელსაც "შავ-წითლები" სანაკრებო პაუზის შემდეგ ჩაატარებენ. თუ "მილანი" მთავარ კონკურენტს ვერ დაამარცხებს, მაშინ ვინჩენცოს გუნდის დატოვება მოუწევს.

იტალიის ეროვნული ჩემპიონატის 7 ტურის შემდეგ მილანელებმა 12 ქულა დააგროვეს და გასულ უქმეებზე შინ "რომასთან" უშანსოდ წააგეს (0:2).

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები