ვან დეიკი ნაკრებში გამოიძახეს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ვან დეიკი ნაკრებში გამოიძახეს


ვან დეიკი ნაკრებში გამოიძახეს

"საუთჰემპტონის" ცენტრალური მცველი, ვირჯილ ვან დეიკი, ჰოლანდიის ეროვნულ გუნდში ოქტომბრის მატჩებისთვის გამოიძახეს.

აღსანიშნავია, რომ 26 წლის ჰოლანდიელი მცველის გამოძახება ნაკრების რომელიმე მოთამაშის დაზიანებით არ არის გამოწვეული, უბრალოდ დიკ ადვოკაატმა შემადგენლობა გაზარდა.

ვან დეიკს ტრავმის გამო სეზონის სტარტი გაუცდა და პირველი მატჩი მხოლოდ გასულ უქმეებზე, "სტოკ სიტის" წინააღმდეგ, ჩაატარა.

ჰოლანდია მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო ტურებში ბელორუსიასა და შვედეთს დაუპირისპირდება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები