რონალდუ: "ფეხბურთში ყველაზე მთავარი ტიტულებია" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

რონალდუ: "ფეხბურთში ყველაზე მთავარი ტიტულებია"


რონალდუ:

"რეალის" თავდამსხმელმა, კრიშტიანუ რონალდუმ რიო ფერდინანდთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მისთვის ფეხბურთში ყველაზე მთავარი მოგებული ტიტულებია.

პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის თქმით, ფეხბურთელები 11 თვე იმისათვის მუშაობენ, რათა ტიტულები მოიგონ.

"მოედანზე ყველაზე მთავარი ტიტულების მოგებაა", - ციტირებს რონალდუს სიტყვებს fourfourtwo.

"წელიწადში 10-11 თვე ვმუშაობთ, თუ საბოლოო ჯამში ვერაფერს ვერ იგებ, განადგურებულად გრძნობ თავს".

"გუნდური და ინდივიდუალური ტიტულების მოსაგებად ბევრს ვმუშაობ", - დასძინა კრიშტიანუმ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები