ესპანეთის ნაკრებში საგანგებო შეკრება გაიმართა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ესპანეთის ნაკრებში საგანგებო შეკრება გაიმართა


ესპანეთის ნაკრებში საგანგებო შეკრება გაიმართა

ცნობილი გამოცემა MARCA წერს, რომ ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელებსა და მწვრთნელებს შორის საიდუმლო შეკრება შედგა.

გუშინ, ვარჯიშის დროს ხერარდ პიკეს ფანებმა შეურაცხყოფა მიაყენეს. ასევე, გავრცელდა ხმები, რომ თითქოს ნაკრებში ფეხბურთელებს შორის უთანხმოებაა.

ყველაფერი კატალონიის რეფერენდუმიდან დაიწყო, სადაც ხერარდ პიკე გამოჩნდა. მადრიდში, ფანებს არ მოეწონათ ის ფაქტი, რომ პიკემ ესპანეთიდან გასვლას დაუჭირა მხარი.

ამრიგად, ისრაელთან და ალბანეთთან მატჩის წინ ნაკრებში არეულობაა და ლოპოტეგი ცდილობს, რომ სიტუაცია დაალაგოს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები