"ვეპატიჟებით ბარსელონას მსოფლიოს საუკეთესო ლიგაში", - კურიოზული შეთავაზება კატალონიურ გუნდს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

"ვეპატიჟებით ბარსელონას მსოფლიოს საუკეთესო ლიგაში", - კურიოზული შეთავაზება კატალონიურ გუნდს



კატალონიის რეფერენდუმის გამო, ბოლო პერიოდში ხშირად ისმის ხმები, რომ "ბარსელონა" ლა ლიგას დატოვებს და რომელიმე სხვა ჩემპიონატს შეუერთდება.

იწერებოდა, რომ "ბლაუგრანა" ლიგა 1-სა ან პრემიერ ლიგაში განაგრძობდა ასპარეზობას, თუმცა გუნდმა ახალი შეთავაზება მიიღო.

რუსეთის ჩემპიონატის, მე-2 დივიზიონის გუნდმა "კრასნოიარსკმა" "ბარსელონა" ამავე ჩემპიონატში მიიწვია.

პოსტი თვითერზე გამოქვეყნდა: "ვიცით, რომ "ბარსელონას" უკვე შეუძლია, რომელიმე უკეთეს ჩემპიონატში გადავიდეს. ასე რომ, ჩვენ ვეპატიჟებით მათ, რომ მონაწილეობა მიიღონ მსოფლიოს საუკეთესო ლიგაში", - იხუმრეს რუსებმა.

"ვეპატიჟებით ბარსელონას მსოფლიოს საუკეთესო ლიგაში", - კურიოზული შეთავაზება კატალონიურ გუნდს

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები