დიდი პრობლემა კონტეს - მორატა ხანგრძლივი პერიოდით იუქმებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

დიდი პრობლემა კონტეს - მორატა ხანგრძლივი პერიოდით იუქმებს


დიდი პრობლემა კონტეს - მორატა ხანგრძლივი პერიოდით იუქმებს

"ჩელსისა" და "მანჩესტერ სიტის" შორის გამართულ შეხვედრაში ალვარო მორატამ ტრავმა მიიღო, რის გამოც მოედანი პირველივე ნახევარში დატოვა.

ცნობილია, რომ 24 წლის შემტევი ესპანეთის ეროვნულ ნაკრებს ისრაელთან და ალბანეთთან ვერ დაეხმარება.

ასევე, MARCA წერს, რომ მორატას ტრავმა გაცილებით სერიოზულია და ის მინიმუმ თვე-ნახევარი ვერ შეძლებს მოედანზე დაბრუნებას.

შეგახსენებთ, რომ "ჩელსის" ფორვარდის პოზიციაზე, ესპანელის შემცვლელად მხოლოდ მიში ბატშუაი ჰყავს, რაც კონტესთვის დიდი პრობლემა იქნება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები