რაბიომ 6:1 გაიხსენა: "უკეთესი იქნებოდა ნეიმარს ეს ჩვენთან ერთად გაეკეთებინა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

რაბიომ 6:1 გაიხსენა: "უკეთესი იქნებოდა ნეიმარს ეს ჩვენთან ერთად გაეკეთებინა"


რაბიომ 6:1 გაიხსენა:

"პსჟ"-ს ნახევარმცველმა ადრიენ რაბიომ ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონის მატჩი გაიხსენა, სადაც "ბარსელონამ" საკუთარ მოედანზე "პსჟ" დაამარცხა.

"ნეიმარი ფენომენალური ფეხბურთელია. ყველა კარგად ახსოვს, თუ რა გააკეთა მან ჩემპიონთა ლიგის გასულ სეზონში.

თუმცა უმჯობესი იქნებოდა, რომ მას ეს ყველაფერი არა ჩვენს წინააღ​მდეგ, არამედ ჩვენთან ერთად გაეკეთებინა.

რაც შეეხება მბაპეს, ის მსოფლიოს ერთ-ერთი გამორჩეული ტალანტია. მას დიდი მომავალი აქვს და პსჟ-ში კიდევ უფრო გაიზრდება", - აცხადებს რაბიო.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები