ანჩელოტი პრემიერ ლიგაში ბრუნდება? - იტალიელმა განცხადება გააკეთა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ანჩელოტი პრემიერ ლიგაში ბრუნდება? - იტალიელმა განცხადება გააკეთა


ანჩელოტი პრემიერ ლიგაში ბრუნდება? - იტალიელმა განცხადება გააკეთა

იტალიელი სპეციალისტი კარლო ანჩელოტი ცუდი შედეგების გამო მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვეს.

ანჩელოტის თქმით, ის ამ სეზონში დასვენებას აპირებს და არცერთ გუნდს არ ჩაიბარებს.

"ამ სეზონში დავისვენებ და მუშაობას მომდევნო სეზონიდან განვაახლებ, რადგან სამწვრთნელო კარიერის დასრულება ჯერ არ მსურს.

დავბრუნდები თუ არა პრემიერ ლიგაში? - სავსებით შესაძლებელია. ჯერჯერობით, ვერაფერს გეტყვით.

არ აქვს მნიშვნელობა, პრემიერ ლიგა იქნება, სერია ა თუ სხვა, მთავარია, ჩემს პროფესიას დავუბრუნდები", - აცხადებს ანჩელოტი, რომელიც რამდენიმე წლის წინ "ჩელსის" წრთვნიდა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები