ზვიად კუპატაძე: „აუცილებლად ვითამაშებთ ევროპის ან მსოფლიოს ჩემპიონატზე“ » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ზვიად კუპატაძე: „აუცილებლად ვითამაშებთ ევროპის ან მსოფლიოს ჩემპიონატზე“


ზვიად კუპატაძე: „აუცილებლად ვითამაშებთ ევროპის ან მსოფლიოს ჩემპიონატზე“

საქართველოს ფუტსალის ნაკრების მეკარე, 2016 წელს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერი წლის საუკეთესო ქართველ ფუტსალისტად დასახელებული ზვიად კუპატაძე სოციალურ ქსელში თანაგუნდელებს მადლობას უხდის.

_ დიდი მადლობა ბიჭებო იმ თავდადებისთვის და ბრძოლისთვის რაც თქვენ ერთი წლის გამოიჩინეთ! სამწუხაროდ ვერ შევძელით ჩვენი ოცნების ახდენა და ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა,მაგრამ დაგვაკლდა ერთი ნაბიჯი! ეს შედეგი რომელიც ჩვენ ვაჩვენეთ გმირობის ტოლფასია და ის, რომ ჩვენ დღეს ძალიან განვიცდით, მაძლევს იმის უფლებას ვთქვა, რომ თუ ასე გავაგრძელებთ, აუცილებლად ვითამაშებთ ევროპის ან მსოფლიოს ჩემპიონატზე! დიდი მადლობა გულშემატკივრებს თანადგომისთვის, ქომაგობისთვის! ბევრ ქვეყანაში და ქალაქში მითამაშია სავსე დარბაზებში, მაგრამ ჩვენი ქომაგები არიან საუკეთესონი მსოფლიოში! ბოდიშით ბოლომდე ვერ გაგაბედნიერეთ და ვერ მოვხვდით ევროპის ჩემპიონატზე, _ წერს კუპატაძე.

შეგახსენებთ რომ, საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად დიდი ბრძოლა გადაიტანა რუმინეთის ეროვნულ გუნდთან. სტუმრად ნათამაშები 2:2-ის შემდეგ შინ 4:7 წააგო და ფინალურ ეტაპზე ვერ მოხვდა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები