რატომ და რამდენად გაყიდა რონალდუმ ერთ-ერთი ოქროს ბურთი? - კრიშტიანუს დასაფასებელი საქციელი » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

რატომ და რამდენად გაყიდა რონალდუმ ერთ-ერთი ოქროს ბურთი? - კრიშტიანუს დასაფასებელი საქციელი


რატომ და რამდენად გაყიდა რონალდუმ ერთ-ერთი ოქროს ბურთი? - კრიშტიანუს დასაფასებელი საქციელი

"ოქროს ბურთის" ოთხგზის მფლობელმა, მადრიდის "რეალის" თავდამსხმელმა, კრიშტიანუ რონალდუმ ერთ-ერთი ჯილდოს ოფიციალური ასლი საქველმოქმედო აქციის აუქციონზე გაყიდა, იტყობინება Marca.

გავლენიანი მადრიდული გამოცემის თანახმად, პრიზი ებრაელმა ბიზნესმენმა, იდან ოფერმა 600 ათას ევროდ შეიძინა.

აღსანიშნავია, რომ "ოქროს ბურთის" სანაცვლოდ მიღებული თანხა მთლიანად საქველმოქმედო ფონდში (Make-A-Wish) გადაირიცხა.

ცნობისთვის, ეს ფონდი დაავადებულ ბავშვებს ეხმარება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები